გვილიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი: დუბლი 19-წუთიან მონაკვეთში
Aa
Aa

გვილიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი: დუბლი 19-წუთიან მონაკვეთში

პოლონეთის ექსტრაკლასაში ვაკო გვილიამ დუბლი შეასრულა. 26 წლის ნახევარმცველმა ერთ შეხვედრაში ორი გოლის გატანა კარიერაში პირველად შეძლო.''ლეგიას'' ქართველმა შემტევმა ვროცლავის ''შლიონსკისთან'' საშინაო შეხვედრაში გოლები 35-ე და 54-ე წუთებზე გაიტანა. გვილიამ გოლების გატანა შეხვედრის ძირითადი დროის 19-წუთიან მონაკვეთში მოახერხა.

მატჩი ''ლეგიას'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გვილიამ 90 წუთი ითამაშა. 75-ე წუთზე ''შლიონსკი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა და სტუმრებმა მატჩის ბოლომდე 10 ფეხბურთელით ითამაშეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''ლეგიას'' მაისურით ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

გვილია ''ლეგიას'' მაისურით სადებიუტო სეზონს ატარებს. მან პოლონეთის ექსტრაკლასას 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. 7 გოლის გარდა ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 5 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები