ტრაგედია საფრანგეთში - 16 წლის ალპინისტი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია საფრანგეთში - 16 წლის ალპინისტი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 16 წლის ფრანგი ალპინისტი ლუსი დუადი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დუადი მის სახლის მახლობლად არსებულ კლდეებზე მეგობრებთან ერთად ვარჯიშობდა, როდესაც დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

 როგორც საფრანგეთის მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია იტყობინება ინციდენტი სავარჯიშოებით აღჭურვილ ორ სასწავლო ზონას შორის მოხდა.

16 წლის ლუსი დუადი თავის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონია ბოლდერინგში, რომელიც ალპინიზმის ერთ-ერთი დისციპლინაა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაშიც იყო შეტანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები