Aa
Aa

"1/4 ფინალში ესპანურ კლუბთან შეხვედრა გვირჩევნია" - გომესს მესის ბარსასთან თამაში სურს

ბერგამოს „ატალანტას“ კაპიტანო, ალეხანდრო გომესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ერთმატჩიანი ფლეი-ოფების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. გომესმა 1/4 ფინალში სასურველი მეტოქეც დაასახელა.

„ჩვენ ცას შევეხეთ. კლუბისა და ქალაქისთვის უნიკალური და ისტორიული მომენტები გამოვცადეთ. დაუჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ახლა შეჩერებულია.

სრულიად „ატალანტა“ ახლა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე ფიქრობს და, სიმართლე გითხრათ, ერთმატჩიანი ფლეი-ოფების იდეა ჩვენთვის საწყენი სულაც არაა, რადგან 90 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს კი გასაოცარი მიღწევა იქნება.

ჩვენი სათამაშო სტილის გათვალისწინებით, ვიტყოდი, რომ ესპანურ კლუბებთან მეტი შანსი გვექნება, ვიდრე ინგლისის ან გერმანიის წარმომადგენლებთან. შემდეგ მეტოქედაც ესპანურ გუნდს ვისურვებდი და იმედი მაქვს, ლეო მესის „ბარსას“ წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს“.

პაპუ გომესი დაახლოებით მესის თაობის ფეხბურთელია და ლეგენდარულ თანამემამულესთან ერთად არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ გომესის „ატალანტამ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ვალენსიას“ ორივე მატჩი მოუგო: იტალიაში - 4:1, ხოლო ესპანეთში - 4:3.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები