პედრო ჩელსიდან მიდის - რომასთან შეთანხმება მიღწეულია
Aa
Aa

პედრო ჩელსიდან მიდის - რომასთან შეთანხმება მიღწეულია

2019-2020 წლების სეზონის დასრულებისთანავე დიდი ალბათობით, პედრო როდრიგესის ლონოდნური კარიერაც დასრულდება და ესპანელი „ჩელსის“ დატოვებს.

Goal-ის ცნობით, პედროს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რითიც სარგებლობას „რომა“ გეგმავს. რომაული ვარიანტი თავად ესპანელსაც ხიბლავს, თუმცა ამავდროულად, საკუთარ თავს „ვალენსიასაც“ სთავაზობს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პედროს წარმომადგენლებმა „რომასთან“ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივაც მოსწონს.

პედრო რამდენიმე თვის წინ, საკუთარ თავს მშობლიურ „ბარსელონას“ სთავაზობდა, თუმცა კატალონიელებმა დაინტერესება არ გამოამჟღავნეს.

სავარაუდოდ, ყველაფერი ივნისის ბოლომდე გაირკვევა და გავიგებთ, თუ რა არჩევანს გააკეთებს 32 წლის ესპანელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები