კოპა იტალიის ნახევარფინალები 12 და 13 ივნისს, ფინალი კი, 17 ივნისს გაიმართება
Aa
Aa

კოპა იტალიის ნახევარფინალები 12 და 13 ივნისს, ფინალი კი, 17 ივნისს გაიმართება

იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა, რომ კოპა იტალიის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ მატჩს 13 ივნისს ვიხილავთ, ხოლო ფინალური დაპირისპირება 17 ივნისს ჩატარდება.

წესითა და რიგით ნახევარფინალური მატჩები 13 და 14 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა მთავრობას თარიღების შეცვლა სთხოვეს, რათა 17 ივნისამდე ფეხბურთელებს ძალების აღსადგენად უფრო მეტი დრო ჰქონდეთ.

12 ივნისს „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი გაიმართება. 13-ში კი, ერთმანეთს „ნაპოლი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. როგორც მოგეხსენებათ, „ბიანკონერისა“ და „როსონერის“ პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. „ნერაძურისა“ და „პარტენოპეის“ ჯახს რაც შეეხება, ნეაპოლელებმა პირველ მატჩში სტუმრად მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ კოპა იტალიის დასრულების შემდეგ, სერია A განახლდება და პირველი მატჩი 20 ივნისსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები