Aa
Aa

"რეალი" სეზონის დარჩენილ მატჩებს "ბერნაბეუზე" არ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ სეზონის განახლების შემდეგ „სამეფო კლუბი“ საშინაო შეხვედრებს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არ ჩაატარებს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სეზონის დარჩენილი საშინაო მატჩები ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გავმართოთ. ეს დაგვეხმარება, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე სამუშაოების პროცესი დაჩქარდეს“.

„სანტიაგო ბერნაბეუს“ განახლების სამუშაოები გასულ ზაფხულს დაიწყო და 2022 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც არენა 81 000 მაყურებელს დაიტევს. პროექტის ღირებულება 525 მილიონი ევროა.

რაც შეეხება „ალფრედო დი სტეფანოს“ სახელობის სტადიონს, ის კლუბის ბაზა „ვალდებაბასზე“ მდებარეობს და მასზე საშინაო მატჩებს „რეალის“ ახალგაზრდული გუნდი ატარებს.

„ბლანკოსი“ „ალფრედო დი სტეფანოზე“ პირველ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს, როცა ლა ლიგის 28-ე ტურში „ეიბარს“ უნდა უმასპინძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები