Aa
Aa

კანტე ჩელსის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ნგოლო კანტე „ჩელსის“ საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. თუმცა ფრანგი ფეხბურთელი თანაგუნდელებისგან იზოლირებულია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

The Sun-ის ცნობით, კანტე უკვე რამდენიმე დღეა „არისტოკრატების“ შტაბ-ბინაში იმყოფება, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშზე კვლავ უარს აცხადებს. „ლურჯები“ ნგოლოს მდგომარეობას ითვალისწინებენ და მისთვის ულტიმატუმის წაყენებას არ აპირებენ.

Telegraph-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი შექმნილი მდგომარეობის შესახებ კანტესთან საუბარს გეგმავს და იმედი აქვს, რომ მას შიშის დაძლევაში დაეხმარება.

თუ ვითარება არ შეიცვალა, „არისტოკრატები“ ფრანგ ნახევარმცველზე ზეწოლის განხორციელებას არ აპირებენ და მზად არიან მას დარჩენილი თამაშების გამოტოვების უფლება მისცენ.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება, თუმცა მოედანზე დაბრუნებამდე აუცილებელია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები