Aa
Aa

"ნუ ღელავთ, სინიშას ვირუსი არ აქვს" - დი ვაიომ ჟურნალისტები დაამშვიდა

იტალიური „ბოლონიას“ სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრს Covid-19 დაუდგინდა. პრესა კლუბის დირექტორ მარკო დი ვაიოს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ადამიანი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც პარალელურად ლეიკემიას ებრძვის.

„მესმის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სინიშაზე ყველაზე მეტად ღელავთ, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ მას ვირუსი არ აქვს. დაინფიცირებული სამწვრთნელო შტაბის წევრია, რომელიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება“.

სინიშა მიხაილოვიჩს ლეიკემია გასული წლის ზაფხულში დაუდგინდა და მას შემდეგ მკურნალობის რამდენიმე ეტაპი გაიარა. სერბი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს დამაკმაყოფილებელია, თუმცა იგი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ობიექტად რჩება.

ქიმიოთერაპიებისა და ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, Covid-19-ის კუთხით, მიხაილოვიჩი უკიდურესად რისკისშემცველ კატეგორიის ადამიანთა ჯგუფში გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები