არტეტას სამიზნეები - არსენალი კოუტინიოს თაობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა
Aa
Aa

არტეტას სამიზნეები - არსენალი კოუტინიოს თაობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ბრიტანული The Sun-ის ცნობით, ლონდონის „არსენალი“ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა. მიკელ არტეტას ფელიპე კოუტინიოს შეძენა სურს.

წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი მომდევნო სეზონისთვის ახალი გუნდის შენებას იწყებს და საამისოდ ახალი სისხლი სჭირდება. როგორც იწერება, არტეტას კოუტინიო ძალიან მოსწონს და მისი გადაბირება ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

როგორც მოგეხსენებათ, ახლახანს, მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრაზილიელის გამოსყიდვაზე ოფიციალური უარი განაცხადა და ფეხბურთელი „ბარსელონას“ უბრუნდება, თუმცა დიდი ხნით არა.

„ბარსა“ კოუტინიოსგან დაახლოებით 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, რაც კორონავირუსისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო რთული წარმოსადგენია. კატალონიელებს, ფასის დაწევა, ან ფეხბურთელის ბარტერში გამოყენება მოუწევთ.

„არსენალი“ ასევე ცდილობს, რომ ბეილი და ხამეს როდრიგესიც გადაიბიროს. ლონდონელები რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძვიან და ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობენ.

„მეთოფეებმა“ უკვე სრული მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კოუტინიოს თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ფეხბურთელის აგენტი უკვე საქმის კურსშია და ახლა ჯერი „ბარსელონაზეა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები