Aa Aa
23 მაისი 2020  |  11:24

ხიზანიშვილი: ''ფერგიუსონი მიწვევდა... კაპელოს რომასთან წინასწარი კონტრაქტი გავაფორმე''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ტელეკომპანია ''არგოს'' ეთერში ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძესთან ინტერვიუში კარიერის სამი ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა, როცა გრანდში გადასვლასთან ახლოს იყო.

ჩაშლილი ტრანსფერი ვენგერის ''არსენალში''

''მოდი შევთანხმდეთ, რომ ''არსენალი'' გრანდია. 16 წლის ასაკში ''არსენალში'' გადასვლასთან იმდენად ახლოს ვიყავი, წარმოუდგენელი იყო რატომ არ გავხდი ამ გუნდის ფეხბურთელი. ''არსენალში'' გავიარე სამედიცინო შემოწმება, ორი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიშობდი, სარეზერვო გუნდის რიგებში ამხანაგური მატჩიც ჩავატარე. ორი კვირის შემდეგ საქართველოში ოფიციალური პირი გამოგვაყოლეს, რომელსაც თბილისის ''ლოკომოტივთან'' მოლაპარაკება უნდა გაემართა. ''ლოკომოტივმა'' კოლოსალური თანხა მოითხოვა, რაც ''არსენალისგან'' უარი მიიღო. ზოგადად, ''არსენალი'' ტრანსფერებში დიდ თანხას არ ხარჯავს. ეს ამბავი Sky Sports-ზე რომ გამოეტანათ, ბომბა ამბავი იქნებოდა. ''არსენალი'' ფულს მხოლოდ ხელფასებში იხდის.''

კონტრაქტი ''რომასთან''

''დანდიში'' ვთამაშობდი, კონტრაქტის დასრულებამდე 8 თუ 9 თვე მქონდა დარჩენილი, ''რეინჯერსის'' მხრიდან დიდი ინტერესი იყო. ''დანდიში'' თანაგუნდელებმა იცოდნენ, რომ ჩემი ''რეინჯერსში'' გადასვლა გადაწყვეტილი იყო. ''დანდიში'' ჩემი მწვრთნელი ივანო ბონეტი იყო, რომელიც ''დანდიდან'' უკვე წასული იყო, თუმცა მას არ უნდოდა, რომ ''რეინჯერსში'' წავსულიყავი. ბონეტი მეუბნებოდა, რომ იტალიის სერია ა-ს სტილის მცველი უფრო ვიყავი ვიდრე ბრიტანული ფეხბურთის. მეც ძალიან მინდოდა სერია ა-ში თამაში და ბონეტის ვუთხარი, რომ ჩემთვის ''გაეკეთებინა'' იტალიური გუნდი. ბონეტიმ ჩემით ''რომა'' დააინტერესა. საფეხბურთო ენაზე, რომ ვთქვა ''რომამ'' ''რეინჯერსს'' ''პერეხვატი'' გაუკეთა. რომში ჩავედი, კაპელოს შევხვდი, წინასწარ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, თუმცა სამი კვირის შემდეგ სერია ა-ში ახალი წესი შემოიტანეს, რომლის მიხედვით ერთ გუნდს მაქსიმუმ სამი არაევროკავშირელის თამაშის უფლება ჰქონდა. ამიტომაც ჩემი ''რომაში'' ტრანსფერი ჩაიშალა.''

ფერგიუსონის ინტერესი

''ეს ამბავი არავინ იცის. როცა ''ბლექბერნში'' ყოფნისას პრემიერ ლიგაში კარგი სეზონი ჩავატარეთ და უეფას თასზე გავედით, სერ ალექს ფერგიუსონი ჩვენი გუნდის სამი ფეხბურთელით დაინტერსდა, პედერსენისა და თუგაის გარდა ფერგიუსონს ჩემი გადაბირება სურდა. ''ბლექბერნმა'' ჩვენს წასვლაზე უარი თქვა, სამივე მოთამაშეს ახალი კონტრაქტი გაგვიფორმა. თუგაი 36 წლის იყო და კლუბის ხელმძღვანელებს ეუბნებოდა, რომ 36 წლის ვარ და ახალ ორწლიან კონტრაქტს რატომ ვაფორმებთ, წავალ და ერთი სეზონი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ვითამაშებო.''

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები