„დაკავებული ვიყავი და ფოტოსთვის ჩემი ორეული გამოვიყენეთ“ - სტამი ცინცინატის შეცდომაზე
Aa
Aa

„დაკავებული ვიყავი და ფოტოსთვის ჩემი ორეული გამოვიყენეთ“ - სტამი ცინცინატის შეცდომაზე

გუშინ MLS-ის კლუბმა, „ცინცინატიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იაპ სტამი დანიშნა. ამერიკულმა გუნდმა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ ქსელებში აუწყა, მაგრამ ნიდერლანდელი სხვა ადამიანში შეეშალა.

„ცინცინატის“ მიერ გავრცელებულ ფოტოზე სტამის ნაცვლად, ტინუს ვან ტონენბურკი გახლდათ გამოსახული, რასაც ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. „ცინცინატის“ შეცდომას MLS-ის კლუბებიც გამოეხმაურნენ და მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი სტამმაც გააკეთა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი ყველაფერს იუმორით შეხვდა და განაცხადა: „გუშინ დატვირთული და რთული დღე იყო. მოლაპარაკებები, შეხვედრები და საბოლოოდ, ფოტოსთვის ჩემი ორეული გამოვიყენეთ.

არის მომენტები, როცა სიცილი ყველას გვჭირდება. ოდესმე ერთმანეთს თუ დავუპირისპირდებით და რომელიმე ჩვენგანი გაიმარჯვებს, ამ ყველაფერზე ბევრს ვიცინებთ“.

აღსანიშნავია, რომ „ცინცინატიმ“ შეცდომა მალევე გამოასწორა, თუმცა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მათი ქმედებები დაგვიანებული აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები