Aa Aa
22 მაისი 2020  |  15:33

ქეცბაია: ''ამ ფინალს რომ ვიხსენებ ტანში მაჟრიალებს, ათიათასობით ქომაგი გველოდა''

''ნიუკასლ იუნაიტედის'' რიგებში თემურ ქეცბაიამ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ორჯერ ითამაშა. პირველად 1998 წლის 16 მაისს, როცა ''უემბლიზე'' არსენ ვენგერის ''არსენალმა'' კენი დალგლიშის ''ნიუკასლი'' 2:0 დაამარცხა. გოლები მარკ ოვერმარსმა და ნიკოლა ანელკამ გაიტანეს.

შემდეგ სეზონში, 1999 წლის 22 მაისს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ''ნიუკასლი'' ''მანჩესტერ იუნაიტედს'' დაუპირისპირდა. ''უემბლიზე'' სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა რუდ გულიტის ''ნიუკასლსს'' შერინგემისა და სქოულზის გოლებით მოუგო. აღნიშნულ ფინალში გულიტმა ქეცბაია სასტარტოში დააყენა, ქართველ ფორვარდს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. მას შემდეგ ზუსტად 21 წელი გავიდა.

ფერგიუსონის გუნდმა ''ნიუკასლის'' დამარცხებიდან 4 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ''ბაიერნს'' დრამატულ მატჩში სძლია. ''წითელმა ეშმაკებმა'' სეზონი ტრებლით დაასრულეს.

თემურ ქეცბაია ''ნიუკასლში'' 1997-2000 წლებში ასპარეზობდა. მისი გოლით ''კაჭკაჭები'' პირველად მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1996-97 წლების სეზონში ''ნიუკასლი'' პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ჩამორჩა. აღნიშნული სეზონის დასრულების შემდეგ ქეცბაია თავისუფალი აგენტის სტატუსით იმდროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურ კლუბში გადავიდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება