Aa
Aa

სტოიჩკოვი: "ლაუტარო ბარსაში ბევრს ისწავლის"

ლეგენდარულმა ხრისტო სტოიჩკოვმა ლაუტარო მარტინესი შეაქო და მის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

„მარტინესს შესანიშნავი საფეხბურთო უნარები აქვს და თუ „ბარსაში“ გადავა, ძალიან ბევრს ისწავლის. მას ლუის სუარესის სახით ბრწყინვალე მასწავლებელი ეყოლება, ასევე მესისთან, გრიზმანთან და დემბელესთან პარტნიორობაც ბევრის მიმცემი იქნება.

მისი მენტალიტეტი მომწონს, ყოველდღიურად იზრდება და ამას თავისივე თამაშით ამტკიცებს. მოედანზე ძალიან ბევრს იბრძვის და მხოლოდ გოლების გატანაზე ორიენტირებული არაა.

მან უნდა ივარჯიშოს და საკუთარი სტილი გუნდისას შეუსაბამოს. „ბარსაში“ 8 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, ხან მარჯვენა, ხან მარცხენა მხარეს და ვიცი, რომ ძირითადში მოხვედრა-არმოხვედრა იმაზეა დამოკიდებული, კვირიდან კვირამდე როგორ ივარჯიშებ“.

ბოლო დღეებში არგენტინული გამოცემა Ole აქტიურად წერდა, რომ „ბარსასა“ და „ინტერს“ შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და შეთანხმებამდე ბევრი არ დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები