უმძიმესი ტრავმის შემდეგ შინდაგორიძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Aa
Aa

უმძიმესი ტრავმის შემდეგ შინდაგორიძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

სოლიგორსკის ''შახტიორის'' ქართველ ფეხბურთელს, ლაშა შინდაგორიძეს ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. ინფორმაციას ბელარუსული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

შინდაგორიძემ მიმდინარე სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო, მას კარიერაში მეორედ ჯვარედინი იოგი გაუწყდა და შესაძლოა მიმდინარე წელს თამაში ვეღარ შეძლოს.

27 წლის ფეხბურთელი ბელარუსულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა 12 აპრილს, ჩემპიონატის მეოთხე ტურში მიიღო.

შინდაგორიძეს ჯვარედინი იოგი პირველად უნგრულ ''ბალმაზუივაროშში'' ასპარეზობისას გაუწყდა, შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის ''საბურთალოში'' დაბრუნდა, ფორმა აღიდგინა და გასული წლიდან მოყოლებული ბელარუსული კლუბის მოთამაშეა.

შინდაგორიძეს საქართველოს ჩემპიონატის არაერთ გუნდში უთამაშია. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდი დანიური ''ორჰუსისა'' და პრაღის ''დუკლას'' სარეზერვო გუნდებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები