Aa
Aa

"იყო მატჩები, რომლებშიც მხოლოდ მარცხენა ფეხით თამაში მიწევდა" - "მაესტრო" 41 წლის გახდა

რამდენიმე თვის წინ, ანდრეა პირლომ "იუვენტუსში" გატარებული პერიოდიდან საინტერესო ფაქტი გაიხსენა: „იყო შეხვედრები, რომლებშიც მხოლოდ მარცხენა ფეხით ვთამაშობდი. მარჯვენა ფეხის მუხლი მტკიოდა და ამის გაკეთება ამიტომ მიწევდა. ნამდვილად მახსოვს, რომ ცალი ფეხით "ლეჩესთან", "ნოვარსათან", "ლაციოსთან" და "ნაპოლისთან" მითამაშია".

საოცარი, მაგრამ რთულად დასაჯერებელი ამბავია. ეს იმ დროს, როდესაც ანტონიო კონტე "ბიანკონერის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფებოდა. მწვრთნელმა გუნდის თამაშის აწყობა პირლოს ძლიერ თვისებებზე გადაწყვიტა.

მოგვიანებით "კონტისიმე" იხსნეებდა: „ისეთი მოთამაშის მოძებნა, როგორიც ანდრეაა, ძალიან რთულია. ექსტრაორდინალური ტექნიკა აქვს. როცა ბურთს ვფლობთ, გუნდში სიმშვიდე შემოაქვს. კარგად კითხულობს ეპიზოდებს. ამას კიდევ ერთი შეგვიძლია დავუმატოთ: თუ ყველა შეასრულებს თავის ფუნქციას, მისი თვისებები გუნდისთვის უფრო სასარგებლო ხდება. ფიზმომზადება მისი ძლიერი მხარე არაა, მაგრამ რაც შეეხება აზროვნებას, ის ფანტასტიკურ დონეზე აქვს. სწორი გადაწყვეტილელებით იგი გუნდს მთლიანად ცვლის.“

კონტესა და პირლოს შორის თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. პირლოს არა ერთხელ უთქვამს, რომ კონტე გენიოსი და მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია: „თუ არიგო საკი გენიოსია, მაშინ რა ვუწოდოთ კონტეს, რომელიც უკეთესია. ზოგადად ვიცოდი, რომ იგი კარგი მწვრთნელი იყო, ერთად მუშაობამ დამანახა, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია. ვფიქრობდი, რომ მას ჰქონდა ქარიზმა, რომელიც ყველაზე მოქმედებდა, მაგრამ მას აღმოაჩნდა ტაქტიკური განათლებაც, რომელსაც ყველას გადაცემდა. ვფიქრობ, მას ძალიან კარგ დროს შევხვდი. მან ნამდვილად გამაოცა", - წერს პირლო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

პირლომ მალევე შეიცნო კონტეს კულტურა და მწვრთნელის გამო ყველაფერზე წამსვლელი იყო. მაგალითად, ნატკეთი ფეხით თამაში... მწვრთნელმა და ფეხბურთელმა ეს ერთად გადაწყვიტეს.

მუხლზე ტრავმით პირლომ სერია A-ში ჯამური შესაძლო წუთების 76% ითამაშა. იტალიის ჩემპიონატის იმ სეზონში 21-ე ნომერმა მხოლოდ „ჩეზანასთან“ მატჩი გამოტოვა.

ტრავმით თამაში გაბედული და რისკიანი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არა პირლოს შემთხვევაში. ერთია, უბრალოდ მოედანზე იყო და მეორეა, შენი ელეგანტურობით რისკი მინიმუმდა დაიყვანო და ცენტრში ისე იმოქმედო, როგორც ამას "მაესტრო" აკეთებდა.

დაუჯერებელი იქნებოდა, თუკი მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არ შემცირდებოდა. მოკლე და გრძელი გადაცემები თითქმის ისეთივე იყო, აი ძლიერი პასებისა და შორიდან კარში დარტყმების მაჩვენებელი კი საგრძნობლად დაკლებული იყო. ასევე გასათვალისწინებელია არა მარტო ტრავმა, არამედ კალენდარიც, რომელიც იმ პერიოდში ნამდვილად რთული იყო და გუნდი ჩაკეთილ ფეხბურთს ამჯობინებდა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმირებული პირლო მაშინაც უფრო მეტად ფლობდა ბურთს, ვიდრე მისი კონკურენტი საყრდენი ნახევარმცვლები. შეტევის ზუსტად წამოწყებაში კი მხოლოდ დანიელ დე როსისა და მარკ ვამ ბომელს ჩამორჩებოდა. ისიც არა მთელი სეონის განმავლობაში, არამედ მხოლოდ ამ მისთვის მძიმე გრაფიკის დროს.

ყოველთვის ვიცოდით, რომ ცალფეხა პირლო 99% მაინც სჯობს თავის პოზიციაზე კონკურენტებს... დღეს "მაესტროს" 41-ე იუბილეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები