''მისმა გაშვებამ გამანადგურა'' - რუნიმ ვან გაალი ფერგიუსონზე მაღლა დააყენა
Aa
Aa

''მისმა გაშვებამ გამანადგურა'' - რუნიმ ვან გაალი ფერგიუსონზე მაღლა დააყენა

უეინ რუნის აზრით ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ლუის ვან გაალის გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა. ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ლუის ვან გაალის სამწვრთნელო კარიერაზე გამოცემულ წიგნში ჰოლანდიელს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს და თვლის, რომ ჰოლანდიელი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია. აქედან გამომდინარე ინგლისელმა ვან გაალი ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონზე მაღლა დააყენა.

''განადგურებული ვიყავი, როცა ვან გაალი გაუშვეს. ეს მოხდა 2016 წელს, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვებიდან 24 საათში.

ჩემთვის მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. მასთან ერთად მესამე სეზონი უნდა დაგვეწყო და ვხედავდი, რომ გუნდი პროგრესირებდა. ასევე, აშკარა იყო, რომ ფეხბურთელებს მისი კარგად ესმოდათ, მოთამაშეებმა მისი ფილოსოფია კარგად გაიაზრეს.

მასთან მუშაობის ორ წელიწადში ვისწავლე უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა მწვრთნელთან ყოფნისას.

ამიტომ მე ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ მან კაპიტნად დამნიშნა, მისგან ყოველთვის ვგრძნიბდი ნდობას. მას ჩემი სჯეროდა.

ნებისმიერ შემთხვევაში ვან გაალის მწვრთნელობისას პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდი არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ მუდმივად გვყავდა ტრავმირებული ფეხბურთელები. 

ჩვენი გუნდის სასტარტო თერთმეტეული საკმარისი იყო იმისთვის, რომ საუკეთესო ოთხეულში შევსულიყავით, მაგრამ ტრავმები ჩვენს მიზნებთან გვაშორებდა.

ვან გაალთან მუშაობა კიდევ ერთი ფაქტით იყო მნიშვნელოვანი. მაშინ გადავწყვიტე, რომ მწვრთნელი გავმხდარიყავი. ლუის ვან გაალთან მუშაობა შესანიშნავი შანსი იყო დიდი ცოდნის მისაღებად. უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს.''

68 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვან გაალი ''წითელ ეშმაკებს'' 2014-16 წლებში წვრთნიდა. მისი მწვრთნელობისას ''მან. იუნაიტედმა'' მხოლოდ ერთი ტიტული, ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. ''ოლდ ტრაფორდის'' დატოვების შემდეგ ვან გაალმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები