ტრაგედია სუმოში - 28 წლის რიკიში კორონავირუსით გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია სუმოში - 28 წლის რიკიში კორონავირუსით გარდაიცვალა

28 წლის ასაკში სუმოისტი შუბოში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას იაპონიის სუმოს ასოციაცია ავრცელებს. რიკიში 5 აპრილს მაღალი სიცხით საავადმყოფოში გადაიყვანეს და საბოლოოდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შუბოში კორონავირუსისგან გამოწვეული ორგანოთა მრავალჯერადი უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ის სანდამეში სუმოისტთა მეოთხე დივიზიონში ასპარეზობდა და ტოკიოს კლუბ „ტაკადაგავას“ წარმოადგენდა.  

ჩვენ სიტყვებს ვერ ვპოულობთ,რომ ამ ტრაგედიაზე ვისაუბროთ. ძალიან ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ ოჯახსა და მთელ იაპონიას. რიკიში ვირუს ერთი თვე ებრძოდა,მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა.“-განაცხადა სუმოს ასოციაციის პრეიზდენტმა ჰაკაკუმ.

შობუში, რომლის ნამდვილი სახელი კიოტაკა სუატაკე იყო, გახდა პირველი სუმოტორი, რომელიც კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. ის, ასევე არის იაპონიაში ამ ასაკში გარდაცვლილი პირველი ადამიანი. სუმოში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა.

შეგახსენებთ , რომ 24 მაისს უნდა დაწყებულიყო, 2 კვირით გადაიდო. სუმოს ასოციაციამ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მიიღო.

7 აპრილს, ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა მაისის ბოლომდე გამოაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, ზაფხულის ბაშო მაყურებლების გარეშე გაიმართება თუ - არა. შეგახსენებთ, რომ მარტის ტურნირი უმაყურებლოდ გაიმართა და სუმოისტებს სიცხეს დღეში ორჯერ უზომავდნენ.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსით 15 968 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 8 531 გამოჯანმრთელდა, ხოლო 657 გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ფალავანი, ლევან გორგაძე დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ტოჩინოშინს, რომელმაც „ჰარუ ბაშოზე“ მე-9 მაეგაშირას წოდებით იასპარეზა და 6 ბრძოლა მოიგო, მაისის ბანძუკეში დასავლეთის მე-11 მაეგაშირის წოდება აქვს. ლევანისთვის ეს კარგი პოზიციაა. თუ ფორმაში ჩადგომა მოასწრო, სასურველი შედეგის მიღწევის მშვენიერი შანსი ექნება. თეიმურაზ ჯუღელს რაც შეეხება, იგი სანდანმეს დივიზიონშია და კვლავ კიუჯოს გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები