Aa
Aa

იტალიელი ვირუსოლოგი: "არ მესმის, სტადიონზე ხალხის დაშვების ასე რატომ ეშინიათ"

იტალიელი ვირუსოლოგი, მარია რიტა გიდმონდო აცხადებს, რომ თუკი მთავრობა ღია კონცერტებსა და თეატრებში მაყურებელს დაუშვებს, მაშინ არაა მიზეზი, რატომაც საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივარი არ უნდა დაიშვას. მილანის ერთ-ერთი კლინიკის ვირუსული მიმართულების ხელმძღვანელი ამის შესახებ Corriere dello Sport-ს ესაუბრა.

„არ მესმის, საფეხბურთო მატჩებისას გულშემატკივართა სტადიონზე დაშვებას ასეთი შიშით რატომ უყურებენ. თანაც, მაშინ, როცა ღია ცის ქვეშ გასამართ კონცერტებზე განსხვავებული მიდგომა აქვთ და პრობლემას ვერ ხედავენ.

უსაფრთხოების ნორმები, როგორიცაა სოციალური დისტანცირება და პირბადეები, სტადიონზეც იგივე წარმატებით შეიძლება გამოიყენო, როგორც ოპერაში. მეტიც, ეს წესები სტადიონზე უფრო მარტივი შესასრულებელია, ვიდრე თეატრში.

ვიტყოდი, რომ კარგი იქნება, თუკი ყოველგვარი ასეთი ღონისძიება, რომელზეც ბევრი ხალხი ესწრება, გადაიდება, მაგრამ თუ თეატრი იხსნება, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რატომაც ფეხბურთის გულშემატკივრები სტადიონებზე არ უნდა დაუშვან“.

იტალიაში სპორტული შეჯიბრებების განახლების საკითხზე ჯერ კიდევ აქტიური განხილვა მიდის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებენ.

ბოლო კვირებში აპენინებზე Covid-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობაში კლების ტენდენცია შეინიშნება. ისე კი, იტალიაში ვირუსის 221 216 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 30 911 გარდაცვალებით დასრულდა, ხოლო 109 039 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები