Aa
Aa

რამოსი: „ესპანეთს ფეხბურთი სჭირდება"

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი სეზონის განახლების მომხრეა და თვლის, რომ ფეხბურთის დაბრუნება როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი მოსახლეობისთვის, უმნიშვნელოვანესია.

„სამეფო კლუბის“ ვარსკვლავმა საკუთარი შეხედულებები Movistar+-ს გაუზიარა და განაცხადა: „ესპანეთს ფეხბურთი სჭირდება, როგორც ეკონომიკური დასაყრდენი, ხოლო ხალხს როგორც ყურადღების გადასატანი საშუალება.

სიმართლე გითხრათ, მოედანზე გასვლასა და ლა ლიგის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნებას მოუთმენლად ველი. ამისთვის ვირუსის დამარცხებაა საჭირო და მიზნის მიღწევა მხოლოდ დისციპლინის საშუალებით შეიძლება.

მინდა თანადგომა გამოვუცხადო მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ამ კრიზისს აუცილებლად დავაღწევთ თავს“.

აღსანიშნავია, რომ სეზონის განახლების შესახებ ხერარდ პიკემაც ისაუბრა. ეს უკანასკნელი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ტრავმის მიღების რისკების თავიდან ასარიდებლად მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს.

როგორც იცით, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ივარაუდა, რომ სეზონი 12 ივნისს განახლდება, რაც პიკეს აზრით, საუკეთესო ვარიანტი არაა. „ბარსელონას“ მცველს მიაჩნია, რომ ფეხბურთი რამდენიმე დღის დაგვიანებით რომ დაბრუნდეს, არაფერი დაშავდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები