ზე ელიასი: „ფენომენომ ტარიბო უესტს ისეთი ფინტი გაუკეთა, მწვრთნელმა ვარჯიში შეაჩერა“
Aa
Aa

ზე ელიასი: „ფენომენომ ტარიბო უესტს ისეთი ფინტი გაუკეთა, მწვრთნელმა ვარჯიში შეაჩერა“

 „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ზე ელიასმა ბრაზილიელ რონალდოსთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა. ზე ელიასმა 1997-98 წლების სეზონში მომხდარ ამბავზე ისაუბრა, როცა რონალდომ თანაგუნდელი ტარიბო უესტი „შეარცხვინა".

„ვარჯიშის მიმდინარეობისას რონალდომ ტარიბო უესტს ერთმანეთის მიყოლებით ორი საოცარი ფინტი გაუკეთა. ეს სრული სიგიჟე იყო და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯიჯი სიმონი იძულებული გახდა ვარჯიში შეეჩერებინა.

იმ მომენტში ვშიშობდი, რომ ტარიბო, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, გაბრაზდებოდა და რონალდოს სამაგიეროს გადაუხდიდა, თუმცა საბედნიეროდ უესტი მშვიდი ადამიანია და მსგავსი არაფერი მოუმოქმედებია. მან ყველაფერი ჩვეულებრივად მიიღო და სიცილი დაიწყო".

„რონალდო საოცარი ტექნიკით გამოირჩეოდა. მას არაფერი აკლდა და სრულყოფილი ფეხბურთელი იყო“.

შეგახსენებთ, რომ რონალდო „ინტერის“ ღირსებას 1997-დან 2002 წლამდე იცავდა. „ნერაძურის“ მაისურით მან 98 შეხვედრა ჩაატარა და 59 გოლი შეაგდო.  

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები