რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები პარასკევისთვის
კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.
ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.
ფეხბურთი
ბელარუსის უმაღლესი ლიგის მე-7 ტური დღეს გასამართი "სმოლევიჩისა" და "ენერგეტიკის" მატჩით გაიხსნება. "სმოლევიჩი" საშინაო შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე თამაშობს, ამიტომ მასპინძლის სტატუსი 100%-ით პირობითია, რადგან თამაშზე არც მაყურებლები დაიშვებიან. "ენერგეტიკმა" 6 ტურში 9 ქულა აიღო და ცხრილის პირველ ნახევარშია, მის მეტოქეს კი მხოლოდ 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის, ისტორიაში 8 ურთიერთშეხვედრაა გამართული, რომელთა ჯამშიც 13 გოლი გავიდა, ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როცა თამაშში 2-ზე მეტი ბურთი ვიხილეთ. "სმოლევიჩს" მიმდინარე სეზონში ბურთების შეფარდება 3:7-თან აქვს, "ენერგეტიკის" ეს მაჩვენებელი კი 6:7-თანაა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Crystalbet-ზე თამაშზე ფსონის დადება, სტანდარტულ პოზიციებთან ერთად, ე.წ. „ცოცხალზე“: ბარათებზე, კუთხურებზე, ჯარიმებზე, დარტყმებზე, კარში დარტყმებზე, თამაშგარესა და ბურთის ფლობაზეც შეგვიძლია. ამასთანავე, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იმავე Crystalbet-ის საიტზე იქნება.
*******
ბელარუსში, ჩემპიონატის პარალელურად, უმაღლესი ლიგის გუნდების სარეზერვო შემადგენლობათა გათამაშება გრძელდება. დღეს, ერთბაშად 3 მატჩია ჩანიშნული, მინსკის "დინამო" "სლუცკის" მიიღებს, "მინსკი" "ჟოდინოს" უმასპინძლებს, ხოლო ბრესტის "რუხი" "გოროდეიას" წინააღმდეგ ითამაშებს.
დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე
სიმულირებული რეალითი ლიგა (SRL)
სიმულირებული რეალითი ლიგა წარმოადგენს რეალური მატჩების მოდელირებას, თამაშის მიმდინარეობა წარიმართება რეგულარული მატჩის ფორმატში - ორი 45-წუთიანი ტაიმით. ტურნირის სახელი Simulated Reality League (SRL) მიუთითებს იმაზე რომ მატჩები იმიტირებულია და არ არის რეალური, ფსონების მიღება და დაანგარიშება მოხდება რეგულარული მატჩის ფორმატში.
სიმულირებული რეალითი ლიგის ყველა მატჩზე Crystalbet-ი ფსონებს 1000-მდე პოზიციაზე იღებს. ჩვეულებრივი პოზიციების გარდა, მომხმარებელს ფსონის დადება ყვითელ ბარათებსა და კუთხურებზეც შეუძლია.
დადე ფსონი SRL-ზე დადე ფსონი SRL-ზე
ფრენბურთი
რუსეთში, ქალებს შორის, Ural League გრძელდება. დღეისთვის ორი შეხვედრაა ჩანიშნული. "ურალ მაუნტიენსი"-"ენერჯისა" და "ურალ სტარსი"-"რედ ფოქსის" შეხვედრებში შანსები დაახლოებით თანაბრად ნაწილდება და ექსპერტები დაძაბულ ბრძოლას ვარაუდობენ. Crystalbet-ი ხსენებულ მატჩებზე ფსონებს მოგებულ-წაგებულზე, ქულების ჰანდიკაპსა და ტოტალზე იღებს.
დადე ფსონი ფრენბურთზე დადე ფსონი ფრენბურთზე
ჰოკეი
რუსეთში, „შორთ ჰოკეიში“, რომელიც 10-წუთიან 3 ტაიმს მოიცავს, Liga Pro-სა და კომეტა დივიზიონის გათამაშებები გრძელდება. დღეს ჯამში 18 თამაში გახლდათ ჩანიშნული, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ დროს იწყება, შესაბამისად, სათამაშო დღე პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ მატჩებს დიდწილად გასართობი ხასიათი აქვს, იმაზე გაცილებით მეტი გოლი გადის ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ ჰოკეიში. არადა, მასთან შედარებით "შორთ ჰოკეიში" დრო 2-ჯერ ნაკლებია.
Crystalbet-ი თავის მომხმარებელს სრულიად უფასოდ სთავაზობს, „შორთ ჰოკეის“ ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში უყუროს - ამისთვის მხოლოდ საიტზე ავტორიზაციაა საჭირო.
დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე
ბეისბოლი
ჩინეთის ტაიბეის ჩემპიონატში დღეს ორი მატჩია დაგეგმილი. გათამაშების ლიდერი "რაკუტენ მანქიზი" ასევე პირველობისთვის მებრძოლ "ჩინატრუსტ ბრაზერსს" შეხვდება, კიდევ ერთი ამბიციური გუნდი "უნი ლიონზი" კი, რომელმაც გუშინ სწორედ უშუალო კონკურენტი "ჩინატრუსტ ბრაზერსი" დაამარცხა, მორიგი გამარჯვების მოპოვებას აუტსაიდერ "ფუბონ გარდიენსთან" შეეცდება.
დადე ფსონი ბეისბოლზე დადე ფსონი ბეისბოლზე
დარტსი
საინტერესო დღეა დარტსის მოყვარულთათვის, მათთვის დღეს 3 ტურნირია - Modus Icons of Darts 2020, PDC Home Tour-ი და Modus Sports Night at the Darts-ი.
Modus Icons of Darts 2020-ი საერთაშორისო მასშტაბისაა და, ბუნებრივია, გაცილებით დიდ ყურადღებას იქცევს. შუა დღიდან მოყოლებული მოთამაშეები დაფასთან დადგებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზებენ. თითოეული მოთამაშე ოთხ სხვადასხვა შეხვედრას გამართავს. ყველა მატჩზე ფსონის დადება, შემდეგ კი მათი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Crystalbet-ის ვებგვერდზე სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.
*******
ასევე ვთქვათ, რომ დანარჩენი ორივე ტურნირის: PDC Home Tour-ისა და Modus Sports Night at the Darts-ის მატჩებსაც პირდაპირ ეთერში Crystalbet-ის საიტზე ვიხილავთ.
დადე ფსონი დარტსზე დადე ფსონი დარტსზე
მაგიდის ჩოგბურთი
ბრაზილიაში, სომხეთში, ჩეხეთში, რუსეთსა და უკრაინაში შიდა ტურნირები გრძელდება. გარდა ამისა, Win Cup-ის საინტერესო მატჩებია. ჯამში კი დღეისთვის 300-ზე მეტი ოფიციალური მატჩი გახლდათ დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.
დღეს გასამართ ყველა ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.
კონკრეტულად რუსეთის ჩემპიონატ Liga Pro-სა და Win Cup-ის ეგიდით დღეს დაგეგმილ ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციას Crystalbet-ის საიტზე სრულიად უფასოდ ვიხილავთ.
დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე
ბადმინტონი
შიდა ჩემპიონატი გრძელდება სომხეთში. ერთეულთა შორის 8 შეხვედრაა, რასაც წყვილთა შორის გასამართი 3 მატჩიც ემატება. ყველა თამაშის მოგებულ-წაგებულზე ფსონის დადება Crystalbet-ზე შეგიძლიათ, ზოგ თამაშზე კი ფორებისა და მეტ-ნაკლებობების პროგნოზირებაცაა შესაძლებელი.
ასევე აღვნიშნოთ, რომ ყველა ამ თამაშის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა Crystalbet-ის საიტზე სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.
დადე ფსონი ბადმინტონზე დადე ფსონი ბადმინტონზე
ჭადრაკი
ამ ეტაპზე, ჭადრაკის მოყვარულთა მთავარი გასართობი Magnus Carlsen Invitational-ია, რომელშიც მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავები ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობენ. დღეს ერთადერთი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო შეხვედრაა ჩანიშნული - ფაბიანო კარუანა ჰიკარუ ნაკამურას წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩის ფავორიტად ნაკამურა ითვლება.
დადე ფსონი ჭადრაკზე დადე ფსონი ჭადრაკზე
eSports
როგორც ყოველთვის, საინტერესო დღეა Esports-ის მოყვარულთათვის. Counter-Strike-ს, დოტა 2-ის, Overwatch-ის, League of Legends-ისა და Rainbow Six-ის გულშემატკივრებს მოწყენის საშუალება ნამდვილად არ ექნებათ.
კიბერ სპორტის ყველა ამ სახეობის ეგიდით გასამართ თითოეულ მატჩზე Crystalbet-ის პროგრამაში მრავალფეროვანი არჩევანია.
დადე ფსონი eSports-ზე დადე ფსონი eSports-ზე