Aa
Aa

განახლებული ბანძუკე - ტოჩინოშინი ორი საფეხურით დაქვეითდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ რამდენიმე საათის წინ, განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სუმოტორები სავარაუდოდ მაისში გასამართ სუპერტურნირზე იასპარეზებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ფალავანი, ლევან გორგაძე დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ტოჩინოშინს, რომელმაც „ჰარუ ბაშოზე“ მე-9 მაეგაშირას წოდებით იასპარეზა და 6 ბრძოლა მოიგო, მაისის ბანძუკეში დასავლეთის მე-11 მაეგაშირის წოდება აქვს. ლევანისთვის ეს კარგი პოზიციაა. თუ მან ფორმაში ჩადგომა მოასწრო, სასურველი შედეგის მიღწევის მშვენიერი შანსი ექნება. თეიმურაზ ჯუღელს რაც შეეხება, იგი სანდანმეს დივიზიონშია და კვლავ კიუჯოს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ბაშო წესითა და რიგით 24 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა ტურნირის გადადება გახდეს აუცილებელი. იაპონური პრესის ინფორმაციით, სუმოს მამები მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები