ბექჰემი:
Aa
Aa

ბექჰემი: "რონალდუ მესის დონეზე არ იმყოფება"

ლეგენდარულმა დევიდ ბექჰემმა Telam-თან მესის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა. „ბექზის“ აზრით არგენტინელს ვერავინ შეედრება და ის რონალდუზე მაღლაც დგას.

„მესი თავის სათამაშო კლასთან ერთად ერთადერთია და ის ცალკე დგას. წარმოუდგენელია, რომ ვინმე მას ჰგავდეს.

ის და რონალდუ დანარჩენებზე მაღლა დგანან, თუმცა კრიშტიანუ ლეოს დონეზე არ იმყოფება.

როდესაც ჩვენ (პსჟ) „ბარსელონას“ ვეთამაშებოდით შეხვედრას ვიგებდით, სანამ მესი შემოვიდოდა. ლეოს მოედანზე გამოსვლისთანავე მათ გაგვიტანეს.

ამ დონეზე თამაში მეც მიყვარდა, თუმცა ჩემს დროს. წაგება არ მიყვარს.

ჩვენმა გუნდმა ორივე შეხვედრაში კარგად ითამაშა, ის გავაკეთეთ რაც უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ „ბარსელონასთან“ არ წავაგეთ და ამ ფაქტმა მოტივაცია მოგვცა“.

შეგახსენებთ, რომ 2012-2013 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ბარსელონასა“ და პსჟ-ს შორის ორრაუნდიანი დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა. პარიზში 2:2, ხოლო „კამპ ნოუზე“ 1:1 და ნახევარფინალში კატალონიელები გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები