სამედიცინო ნიღბები და ათასობით ტონა საკვები - სალაჰის დახმარება მშობლიურ სოფელს
Aa
Aa

სამედიცინო ნიღბები და ათასობით ტონა საკვები - სალაჰის დახმარება მშობლიურ სოფელს

ფეხბურთელები თავიანთ მშობლიურ ქალაქებსა, თუ სოფლებს ფინანსურად და მატერიალურად ეხმარებიან და ამ რთულ დროს, მათ გასაჭირს ცოტათი ამსუბუქებენ. გამონაკლისი არც მუჰამედ სალაჰია.

„მომ“ თავის მშობლიურ სოფელ ნაგრიგში ადამიანებს ათასობით ტონა საკვები გაუგზავნა. ინფორმაციას Egypt Independent-ი ავრცელებს.

სალაჰის მამა აცხადებს, რომ მისმა შვილმა ხალხს სახლში დარჩენისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდა. „ლივერპულის“ შემტევს სურვილი ჰქონდა, რომ კორონავირუსით დაზარალებულთათვის დახმარება გაეწია. მათ სოფელში ახალი ხორცი, პროდუქტები და სამედიცინო ნიღბები დაარიგეს.

სალაჰის მხრიდან ეს პირველი დახმარება როდია. ის სოფელს სისტემატურად ეხმარება. ფეხბურთელმა საავადმყოფოს მშენებლობა და კანალიზაციის სისტემების გამართვა დააფინანსა.

ეგვიპტეში ბოლო მონაცემებით 3,032 ადამიანია დაინფიცირებული, 224 გარდაიცვალა, ხოლო 701 გამოჯანმრთელდა.

აქვე გეტყვით, რომ „ლივეპრულის“ კიდევ ერთი ლიდერი სადიო მანე თავის ქვეყანას ყველაფრით ეხმარება. პანდემიასთან ბრძოლისთვის მან სენეგალს 45 ათასი ევრო გადაურიცხა და საკუთარ ქალაქში ბამბალიში სკოლა ააშენა. უახლოეს 6 თვეში ქალაქს ახალი და ერთადერთი საერთაშორისო დონის საავადმყოფო ექნება, რომელსაც ასევე "მერსისაიდელთა“ ფეხბურთელი აშენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები