„ფერგიუსონმა რონალდუ ბარსას შესთავაზა
Aa
Aa

„ფერგიუსონმა რონალდუ ბარსას შესთავაზა" - კალდერონი კრიშტიანუს ტრანსფერს იხსენებს

„რეალის“ ექს-პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გაიხსენა. „სამეფო კლუბის“ ყოფილი პირველი პირის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონს თავისი სუპერვარსკვლავის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაშვება არ უნდოდა და მისი შეძენა „ბარსელონას“ შესთავაზა.

„კრიშტიანუს გადაბირების პროცესი ურთულესი იყო, რადგან მანჩესტერი თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვებაზე უარს აცხადებდა, თუმცა რონალდუმ ზუსტად იცოდა რა სურდა. მას იუნაიტედის დატოვება და კარიერის რეალში გაგრძელება უნდოდა. ჩვენთვის კი, ეს უნიკალური შანსი იყო და მომენტით ვისარგებლეთ.

ალექს ფერგიუსონი რონალდუს წასვლის და განსაკუთრებით მისი რეალისთვის მიყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ, რადგან რეალი მანჩესტერის მტერი და მასზე ტიტულოვანი კლუბი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფერგიმ რონალდუ ბარსელონას შესთავაზა.

ბარსა მოხარული იყო, კრიშტიანუს გადაბირების შანსი რომ მიიღო, თუმცა პორტუგალიელს რეალთან პირადი კონტრაქტი ჰქონდა შეთანხმებული. მან დოკუმენტზეც მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე მხარე შეთანხმებას დაარღვევდა, 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „რეალში“ 2009 წელს გადავიდა და „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2018 წლამდე იცავდა, შემდეგ კი, „იუვენტუსს“ მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები