ბრიტანული პრესა ვენგერის შესაძლო შემცვლელს ასახელებს
Aa
Aa

ბრიტანული პრესა ვენგერის შესაძლო შემცვლელს ასახელებს

ბრიტანული პრესის, კერძოდ dailystar-ის ცნობით, შესაძლოა, უახლოეს ხანში, "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, არსენ ვენგერი, ამჟამად "ბორნმუთში" მომუშავე, ედი ჰოუმ შეცვალოს. 

აღნიშნულ ინფორმაციას საფუძვლად, "მეთოფეთა" აღმასრულებელი დირექტორის, ივან გაზიდისის, განცხადება უდევს. 

"ჩვენ წარსულის მოგონებებით ვერ ვიცხოვრებთ. დადგა დრო "არსენალმა" ტიტული მოიგოს და თუ სეზონის მიმდინარეობისას შედეგები არ დაგვაკმაყოფილებს, გამორიცხული არაფერია. ვენგერის ღვაწლს, რა თქმა უნდა, ვაფასებთ, თუმცა ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ და ეს, სრულიად ბუნებრივია". 

"გასულ წელს პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გავედით, თუმცა ეს ის არაა, რასაც "არსენალი" უმიზნებს".

"აქვე დავამატებ, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც "არსენალსა" და მის ღირსებას შეეფერება". - აღნიშნა გაზიდისმა.

რაც შეეხება 38 წლის ედი ჰოუს, იგი მზარდ, ძალიან პერსპექტიულ სპეციალისტად ითვლება და ცოტა ხნის წინ ინგლისის ნაკრების გაწვრთნის კანდიდატათაც სახელდებოდა. 

ჰოუს გარდა "ბორნმუთისა", 1 სეზონით "ბარნლიშიც" უმუშავია. 

დავამატოთ ისიც, რომ dailystar-თან ერთად, ჰოუს "არსენალში" შესაძლო დანიშვნაზე, სტატია, მეორე რეიტინგულმა გამოცემამ, mirror-მაც გამოაქვეყნა. 

 

მომზადებულია dailystar.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები