Aa
Aa

ფიორენტინას 3 ფეხბურთელი Covid-19-ისგან განიკურნა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელები: პატრიკ კუტრონე, ხერმან პეცელა და დუშან ვლაჰოვიჩი კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „ფიორემ“ გაავრცელა.

„კიდევ ერთხელ გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, ექთნებსა და საავადმყოფოებს. როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე სრულიად მსოფლიოსთვის ახლა კრიტიკული მომენტია, ისინი კი გულითადად ეხმარებიან ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება“, - წერს ფლორენციული კლუბი.

კუტრონეს, პეცელასა და ვლაჰოვიჩს კორონავირუსი 14 მარტს დაუდგინდათ, მას შემდეგ კი ინტენსიური მკურნალობა ჩაუტარდათ და ახლა სრულიად ჯანმრთელები არიან.

დღევანდელი დილის მონაცემებით, იტალიაში Covid-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა 132 547-ს მიაღწია, მათგან 16 523 გარდაიცვალა, ხოლო 22 837 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები