Aa
Aa

„გაბრაზებული ვიყავი და მრცხვენოდა" - კარაგერმა ლივერპულს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწონა

ინგლისელი ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ „ლივერპული“ სწორად მოიქცა გადაწყვეტილება რომ შეცვალა და სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაზე უარი განაცხადა. კარაგერმა ყოფილი გუნდის შესახებ Sky Sports-თან ისაუბრა.

„იმედი მქონდა, რომ წითლებს პოზიციის შესაცვლელად საკმარისი დრო ექნებოდათ. დღესდღეობით, ლივერპული პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი გახლავთ. სწორედ ამიტომ ვერ ვიჯერებდი, მათ ასეთი არასწორი გადაწყვეტილება რომ მიიღეს. სიმართლე გითხრათ, გაბრაზებული ვიყავი და როგორც ლივერპულის გულშემატკივარს ძალიან მრცხვენოდა.

ტოტენჰემი და ნიუკასლი სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩაერთვნენ, მაგრამ ეს დანიელ ლევისგან და მაიკ ეშლისგან მოსალოდნელი იყო. ლივერპული სხვა დონეზეა და მათგან ამას არავინ ელოდა. ძალიან მიხარია კლუბმა გადაწყვეტილება რომ შეცვალა“.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული პროგრამის მიხედვით, დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურების 80%-ს, იმ შემთხვევაში თუ ეს თანხა 2500 ფუნტს არ აღემატება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფარავს. გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ ამ ნაბიჯით 700 – 800 ათასი ფუნტის დაზოგვას გეგმავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები