სლუცკი: ''ქართველების მოგზაურობის გზა საინტერესო იყო''
Aa
Aa

სლუცკი: ''ქართველების მოგზაურობის გზა საინტერესო იყო''

ყაზანის ''რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პანდემიის გამო შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით ვითარება საკმაოდ მძიმეა და შესაძლოა შემდეგი სეზონი პანდემიის გამო არ შედგეს.

Sport-express-თან ინტერვიუში რუსი სპეციალისტი ''რუბინის'' უცხოელი ფეხბურთელის შესახებ საუბრობს. სლუცკი აღნიშნავს, რომ სამშობლოში დაბრუნების ყველაზე საინტერესო გზა ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდათ.

სლუცკი:''დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდით რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, ამიტომ ჩვენი ყველა მოთამაშე ყაზანში იმყოფებოდა. როცა გავიგეთ, რომ პაუზა გახანგრძლივდებოდა ყველა მათგანი გავუშვით უცხოელების ჩათვლით. ისინი თავიანთ სახლებში დროულად დაბრუნდნენ. მოგზაურობისას ყველაზე საინტერესო გზა ქართველებს ჰქონდათ, რომლებსაც კავკასიონის უღელტეხილის გავლა მოუხდათ. ამჟამად თითოეულს ინტერნეტი და სავარჯიშო ველოსიპედი აქვს.''

შეგახსენებთ, პანდემიის გამო აღებულ პაუზამდე ''რუბინმა'' უკანასკნელი მატჩი ტულას ''არსენალთან'' გამართა და ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები