Aa
Aa

"მე მაინც მესის ავირჩევ", - კაკამ ახსნა, თუ რატომ ურჩევნია მესი რონალდუს

ლეგენდარულმა ბრაზილელმა ფეხბურთელმა კაკამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის დროს სხვა სპორტსმენებს მიბაძა და ინტერნეტის საშუალებით სპორტული საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

კაკამ მესისა და რონალდუს შესახებ ილაპარაკა და თავისი ფავორიტი დაასახელა:

„მე რონალდუსთან ერთად მითამაშია და ის მართლაც ბრწყინვალეა, თუმცა მე მაინც მესის ავირჩევ“, - თქვა კაკამ ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერის დროს FIFA channel-თან საუბრისას.

„ის გენიოსია, სუფთა ტალანტი, როგორც თამაშობს - ეს უბრალოდ დაუჯერებელია. რონალდუ ნამდვილი მანქანაა. ის უბრალოდ ძლიერი არ არის, ის ძლიერია და თან სწრაფიც, ძლიერია მენტალურადაც.

მას ყოველთვის თამაში და გამარჯვება უნდა - სურს, რომ იყოს საუკეთესო. ეს ჩემთვის ყველაზე დაუჯერებელი რამ გახლავთ, რაც რონალდუს აქვს.

ფეხბურთის ისტორიაში მესი და რონალდუ 5 საუკეთესო მოთამაშეს შორის აუცილებლად შევლენ. ძალიან გაგვიმართლა, რომ ორივე მათგანის ნახვა შევძელით“.

შეგახსენებთ, რომ კაკამ და რონალდუმ „რეალში“ მხარდამხარ 2009-2013 წლებში ითამაშეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები