ფრანგი ექიმი: „ფეხბურთმა ეპიდემიის გავრცელება დააჩქარა“
Aa
Aa

ფრანგი ექიმი: „ფეხბურთმა ეპიდემიის გავრცელება დააჩქარა“

„ლიონის“ ყოფილმა ექიმმა, მარსელ გარიგუ-გრანშამმა Gazzetta Dello Sport-თან კორონავირუსის პანდემიისა და საფრანგეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„საფრანგეთში კორონავირუსი იუვენტუსმა ჩამოიტანა. იუვესა და ლიონის მატჩი არ უნდა გამართულიყო. მართალია, მაშინ ტურინი მაღალი რისკის ჯგუფის ქალაქებს არ მიეკუთვნებოდა, მაგრამ იუვენტუსს ქომაგები მთელი იტალიის მასშტაბით ჰყავს და ისინი მატჩზე დასასწრებად საფრანგეთში ჩამოვიდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯანდაცვის მინისტრს წერილით მივმართე და მატჩის გადადება ვთხოვე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. 26 თებერვალს გამართულ შეხვედრას ათასობით იტალიელი გულშემატკივარი დაესწრო, რამაც კორონავირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. საუბარი ატალანტასა და ვალენსიას შეხვედრაზე მაქვს. პირადად მე, ვთვლი, რომ ლიონისა და იუვეს მატჩი არ უნდა ჩატარებულიყო. იტალიაშიც ზუსტად იგივე მოხდა. ფეხბურთმა ეპიდემიის გავრცელება დააჩქარა“.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა გამოცემა, L'Equipe-მა კვლევა ჩაატარა და გარიგუ-გრანშამის თეორია კატეგორიულად უარყო. Le Parisien-მა კი, განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელებას პარი სენ-ჟერმენსა და „დორტმუნდს“ შორის გამართულმა მატჩმა შეუწყო ხელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები