ლიონელ მესის 15-ეული - ლა პულგამ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა
Aa
Aa

ლიონელ მესის 15-ეული - ლა პულგამ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა

„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ Globo-სთან საუბრისას 15 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა და თითოეული მათგანი მოკლედ დაახასიათა.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი - „განაპირა მცველი, რომელიც შეტევაში კარგად ერთვება. ის ფეხბურთის მომავალია“.

კრისტიან პულიშიჩი - „ის სწრაფია და ბალანსის შენარჩუნება შესანიშნავად გამოსდის“.

მეისონ მაუნტი - „მისი თამაშის ხილვის შემდეგ, მივხვდი, რომ მას აქვს პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს“.

ფილ ფოდენი - „ის მომავალში საოცრებებს გააკეთებს. მას უდიდესი ტალანტი აქვს“.

ბენჟამინ პავარი - „ელეგანტური მცველი, რომელსაც კარგი დარტყმა აქვს“.

ჯოშუა კიმიხი - „უნიჭიერესი უკანახაზელი, რომელიც საგოლე გადაცემებს ხშირად აკეთებს“.

კილიან მბაპე - „ის სწრაფია და დამაგვირგვინებელ ფაზაში ჩინებულად გამოიყურება. ის ძალიან სახიფათოა“.

ჯოაო ფელიქსი - „დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ახალგაზრდა ფეხბურთელი“.

ლუკა იოვიჩი - „საოცარი ფეხბურთელი, რომელიც შეუძლებელს შესაძლებელს ხდის“.

კაი ჰავერცი - „ის კარის წინ შესანიშნავია, რაც ასეთი ასაკის ფეხბურთელისთვის შთამბეჭდავია“.

ედერ მილიტაუ - „ფენომენალური ტალანტი და მრისხანე კონკურენტი“.

ჰუსემ აუარი - „ბურთის ფლობისას ის ყოველთვის მშვიდია და საოცარი ტექნიკა აქვს“.

ჯეიდონ სანჩო - „საოცარი დრიბლინგი აქვს და შთამბეჭდავია თუ როგორ შეუძლია მცველებისთვის გვერდის ავლა“.

ფრენკი დე იონგი - „ამ ასაკის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე, ვინც კი, ოდესმე მინახავს“.

უსმან დემბელე - „ვარჯიშებზე მისი ტემპი საშიშია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები