შვედეთში ფრთხილობენ: ხარაიშვილის გუნდი ამხანაგურ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს
Aa
Aa

შვედეთში ფრთხილობენ: ხარაიშვილის გუნდი ამხანაგურ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში კორონავირუსის პანდემიის გამო რადიკალური ნაბიჯები არ გადაუდგამთ, საფეხბურთო კლუბების გადაწყვეტილებებში სიფრთხილეს ვხედავთ. გიორგი ხარაიშვილის გუნდმა უახლოესი ამხანაგური მატჩის გამართვა 25 აპრილს დაგეგმა, თუმცა როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამხანაგური შეხვედრა ქომაგების გარეშე, უმაყურებლოდ ჩატარდება.

ხარაიშვილის გუნდი მიმდინარე კვირის ბოლომდე ივარჯიშებს და შემდეგ ორი კვირით დაისვენებს. ''გიოტებორგი'' პირველ ამხანაგურ მატჩს 25 აპრილს, საკუთარ მოედანზე, ''ულევიზე'' ''ფალკენბერგთან'' ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრა ქომაგების გარეშე ჩატარდება.

ბოლო ინფორმაციით შვედეთის თასის მატჩები მაისის შუა რიცხვებში გაიმართება, ხოლო ჩემპიონატის დაწყებას ივნისში გეგმავენ. 

ამ ეტაპზე შვედეთში 4 028 პირი დაინფიცირდა. მათგან 146 გარდაიცვალა და მხოლოდ 16 გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, 2020 წელს ''გიოტებორგმა'' მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი გამართა. ხარაიშვილმა შვედეთის თასის სამ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო, თუმცა შემდეგ კორონავირუსის გამო შვედეთის თასისა და ჩემპიონატის შეხვედრები გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები