ეკონომიკური რისკის ფაქტორი - ხელფასებს
Aa
Aa

ეკონომიკური რისკის ფაქტორი - ხელფასებს "რეალშიც" შეამცირებენ

ესპანური მედიის ინფორმაციით, "რეალის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელებისა და კალათბურთელებისთვის ხელფასების შემცირებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი კარანტინის პირველ დღეებს ოპტიმისტურა განწყობაზე შეხვდა, რაც ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდებოდა.

იზოლაციის დროს, კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პრეზიდენტი გუნდის კაპიტან სერხიო რამოსს შეხვდა და პირობა მისცა, რომ პანდემია ფეხბურთელების ხელფასებზე არ იმოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალი" ფეხბურთელებისა და კალათბურთელების ხელფასებზე წელიწადში 800 მილიონ ევროს ხარჯავს. "ბლანკოსის" მთავარ მქტოქე "ბარსელონაში" კი ფეხბურთლები ანაზღაურებათა დაკლებას უკვე დათანხმდნენ. „ბარსამ“ სპორტსმენებს ხელფასები 70% შეუმცირა.

პანდემიას „რეალი“ უფრო კარგ ფინანსურ მდგომარეობაში შეხვდა. გასული წლის ბოლოს გუნდის ანგარიშზე 156 მილიონი ევრო იყო, რომლიდანაც კლუბის ვალი 27 მილიონს შეადგენდა. რაც შეეხება „ბარსას“, მისი ვალდებულება 217 მილიონი ევროა.

კლუბში ფინანსების დათვლა დაიწყეს. „რეალს“ გასამართი მატჩებიდან 161,3 მილიონი ევრო, ხოლო ტელეტრანსლაციებიდან 179,8 ევრო უნდა მიეღო. ამიტომ გუნდი ფინანსურ დანაკლის აუცილებლად მიიღებს. ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რამდენი პროცენტით შეუმცირებენ სპორტსმენებს ხელფასებს, მაგრამ, ნათელია, რომ საკითხი უკვე დღის წესრიგშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები