ხელფასები 70%-ით შემცირდება? - ბარსელონამ შესაძლოა 100 მილიონი იზარალოს
Aa
Aa

ხელფასები 70%-ით შემცირდება? - ბარსელონამ შესაძლოა 100 მილიონი იზარალოს

კორონავირუსი ისევე როგორც ყველა დარგს, ასევე ფეხბურთსაც დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს. ესპანური Marca-ს ცნობით, „ბარსელონამ“ შესაძლოა მალე 100 მილიონი ევროთი იზარალოს.

თუ, ივნისის ბოლომდე ჩემპიონატები არ განახლდა, კლუბი სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნახავს.

შეწყვეტილი ჩემპიონატების გამო, "ბარსა" ბილეთების რეალიზებიდან და სამაუწყებლო კომპანიებისგან პოტენციურ შემოსავალს კარგავს. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე ბონუსებს ვეღარ მიიღებს. ამან კი შესაძლოა ზარალი დამატებით დაახლოებით 25 მილიონამდე გაზარდოს.

ესპანური გამოცემის ცნობით, კლუბი გამოსავალს ფეხბურთელთა ხელფასების 70%-ით შემცირებაში ხედავს, რის შედეგადაც „ბარსა“ 106 მილიონ ევროს დაზოგავს და ფინანსურ პრობლემებს თავს აარიდებს.

მსგავსი პრობლემის წინაშე ნებისმიერი გუნდი აღმოჩნდება, თუმცა კატალონიელებს ეს ყველაზე მეტად ეხებათ, რადგან ფეხბურთელთა ხელფასებში კლუბი ყველაზე მეტს ხარჯავს.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ კლუბმა ფეხბურთელები ხელფასების 20%-ით შემცირებაზე დაითანხმა, რასაც რამდენიმე მათგანის უკმაყოფილება მოყვა. მოსალოდნელია, რომ ამჯერად საქმე გაცილებით რთულად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები