სახლში დარჩენის მოწოდების შემდეგ, გრილიში წვეულებაზე წავიდა და ავარიაში მოყვა
Aa
Aa

სახლში დარჩენის მოწოდების შემდეგ, გრილიში წვეულებაზე წავიდა და ავარიაში მოყვა

„ასტონ ვილას“ კაპიტანი და ლიდერი ჯეკ გრილიში კარანტინის დარღვევის გამო დასაჯეს. კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო სახლში დარჩენის ნაცვლად ფეხბურთელი საკუთარ Rnge Rover-ით ქუჩაში გადაადგილდებოდა და ავარიაში მოხვდა.

გრილიში, რომელიც წინა დღით სოციალურ ქსელში ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, 24 საათის შემდეგ კი თავად მეგობრის წვეულებაზე მთელი ღამით იმყოფებოდა. 28 მარტს, გამთენიისას ფეხბურთელი თავისი 89 ათასიანი Range Rover-ით პარკირებულ 3 ავტომობილს დაეჯახა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ყველა დაზარალებულს დაპირდა, რომ მათ ზარალს დაფარავს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ გრილიში დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, შემდეგ იქვე მდგარ ვერცხლისფერ C-Class მერსედესს დარტყა, რასაც ცისფერი ფერის მერსედესიც მიაყოლა.

თვითმხილველი მეზობელი ყვება: „წვეულება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, ეს აუტანელი იყო. ხმაური ცოტა ხნით შეწყდა, რა დროსაც დილის 8 საათისთვის ავტოავარია მოხდა. გრილიში იქვე გვერდით იდგა და დაცვის თანამშრომლებთან ილანძღებოდა. უცნაური სანახავი იყო ინგლისის ნაკრების ფეხბურთლი, რომელიც ასე არააკურატულად იქცეოდა და დაბნეული გახლდათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები