Aa
Aa

კასანო: „მესი მარადონაზე უკეთესია"

„რეალის“ ყოფილ მოთამაშეს, ანტონიო კასანოს მიაჩნია, რომ ლიონელ მესი დიეგო მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია. 37 წლის იტალიელი არგენტინული ფეხბურთის ლეგენდების შესახებ Corriere dello Sport-ს ესაუბრა და განაცხადა:

„მარადონა იმას, რაც მანამდე არავის უნახავს 4-5 წლის განმავლობაში აკეთებდა, მესი კი, იგივეს 15 წელია აკეთებს. ლეომ 710 გოლი შეაგდო და თანაგუნდელებს 300-ჯერ გაატანინა. როცა მესი თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ მისი გუნდი უკვე 1-0-ს იგებს.

მარადონას გულშემატკივრები უნდა შეეგუონ იმას, რომ ვიღაცამ მათ კუმირს აჯობა“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავის შესახებ „ელ დიეგომაც“ ისაუბრა. მარადონამ განაცხადა, რომ მესის ცხოვრებაში ისეთი რთული გზა არ გაუვლია, როგორიც მან და დასძინა, რომ „ლა პულგა“ იმას ვერ იზამდა, რაც მან გააკეთა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კასანოს განცხადებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იტალიელს უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა, თუმცა კასანო საკმაოდ ბევრმაც გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები