Reuters: საქართველო ამ ოლიმპიადის შემდეგ, ისტორიაში სამუდამოდ შევა...
Aa
Aa

Reuters: საქართველო ამ ოლიმპიადის შემდეგ, ისტორიაში სამუდამოდ შევა...

ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც დედა და შვილი, ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი, ოლიმპიადაში ერთად მიიღებენ მონაწილეობას და ამ ფაქტს ცნობილი საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ეხმიანება.

"ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს ვაჟთან ერთად მივიღებ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა კარგი შედეგი ვაჩვენოთ", - დასძინა Reuters-თან საუბრისას სალუქვაძემ.

სალუქვაძე 19 წლის იყო, როდესაც ქალთა სპორტული პისტოლეტის 25-მეტრიან სროლაში ოქროს მედალი აიღო, ხოლო ვერცხლის მედალი ქალთა საჰაერო პისტოლეტის 10-მეტრიან სროლაში 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მოიპოვა, როდესაც იგი საბჭოთა კავშირის გუნდს წარმოადგენდა.

2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა საჰაერო პისტოლეტის 10-მეტრიან სროლაში, მოიპოვა.

სალუქვაძის 18 წლის ვაჟმა ცოტნე მაჭავარიანმა საუკეთესო გასროლა საჰაერო პისტოლეტის 10-მეტრიან სროლაში, თებერვალში, ევროჩემპიონატისას, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნეში აიღო.

"ეს ჩემთვის ორმაგი ბედნიერებაა, რადგან ოლიმპიადაში მონაწილეობას პირველად ვიღებ და თან დედაჩემთან ერთად", - განუცხადა მაჭავარიანმა Reuters-ს.

სალუქვაძემ აღნიშნა, რომ სპორტში ოჯახურ ურთიერთობებს მნიშვნელობა არ აქვს. 

"თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, დედა ვარ და რა თქმა უნდა, რიოს ოლიმპიადაზე ჩემი ვაჟის გულშემატკივარი ვიქნები", - განაცხადა სალუქვაძემ.

 

მომზადებულია ipress.ge-ს მიხედვით

ცხელი ამბები