Aa
Aa

ბერგამოელი ექიმი: „ატალანტასა და ვალენსიას მატჩი ბიოლოგიური ბომბი იყო"

ფაბიანო დი მარკო ბერგამოში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს პულმონოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. იტალიელმა ექიმმა, რომელიც კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზზე ებრძვის Corriere della Sera-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

დი მარკომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ შორის გამართულმა მატჩმა ვირუსის გავრცელებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

„ბევრი თეორია მოვისმინე იმის შესახებ, თუ რატომ გავრცელდა ბერგამოში და დანარჩენ იტალიაში კორონავირუსი ასე სწრაფად. მე ჩემეულ ვერსიას გთავაზობთ. 19 თებერვალს, 40 000 ბერგამოელი სან სიროზე ატალანტასა და ვალენსიას შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო. ისინი სტადიონზე ავტობუსებით, მატარებლებითა და მანქანებით მივიდნენ.

ატალანტასა და ვალენსიას შორის გამართული მატჩი ბიოლოგიური ბომბი გახლდათ. იმ საღამოს ათასობით ბერგამოელი გულშემატკივარი ერთმანეთს მეტროში და სტადიონზე შეხვდა. მოგვიანებით კი, გამარჯვება ერთად აღნიშნეს. გარდა ამისა, მატჩს ესპანელი ჟურნალისტი, კიკე მატეუც დაესწრო, რომელსაც შემდგომში COVID-19 დაუდგინდა“.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 63927 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა კი 6077 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები