იგუაინმა კარანტინი დაარღვია და არგენტინაში გაფრინდა
Aa
Aa

იგუაინმა კარანტინი დაარღვია და არგენტინაში გაფრინდა

La Repubblica და La Gazzetta dello Sport იუწყებიან, რომ გონსალო იგუაინმა კარანტინი დაარღვია და არგენტინაში გაფრინდა.

La Repubblica-ს ცნობით, „პიპიტა“ ტურინში მდებარე კასელეს აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ კერძო თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს. იგუაინმა პოლიციელებს კორონავირუსის ტესტის შედეგი წარუდგინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იგი დაინფიცირებული არ იყო და ქვეყნის დატოვება მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო.

იტალიური პრესის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ იტალიიდან სამხრეთ ამერიკისკენ პირდაპირი ფრენები შეჩერებულია, იგუაინი საფრანგეთში გაემგზავრა, შემდეგ ესპანეთში გადავიდა და საბოლოოდ არგენტინაში გაფრინდა.

Tuttosport-ის მიხედვით, „იუვენტუსში“ იგუაინის გადაწყვეტილების შესახებ ყველაფერი იცოდნენ და არგენტინელს კერძო თვითმფრინავიც გამოუყვეს. როგორც ირკვევა „პიპიტამ“ კლუბისგან ნებართვა აიღო, რომ დედამისი მოენახულებინა, რომელიც ბუენოს აირესში იმყოფება და თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ორ ფეხბურთელს, ბლეზ მატუიდისა და დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც იგუაინი თვითიზოლაციაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყო. თუმცა არგენტინელმა თავდამსხმელმა კარანტინი დაარღვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები