ეპოქა დასრულდა - ტომ ბრეიდი ნიუ ინგლენდს ტოვებს
Aa
Aa

ეპოქა დასრულდა - ტომ ბრეიდი ნიუ ინგლენდს ტოვებს

ლეგენდარულმა ქორთერბექმა, ტომ ბრეიდიმ „ნიუ ინგლენდ პეთრიოთსის“ რიგების დატოვება გადაწყვიტა. გუნდის, რომელთან ერთადაც, „სუპერ ბოულის“ გამარჯვებული 6-ჯერ გახდა.

42 წლის ბრეიდიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც „ნიუ ინგლენდის“ მფლობელებს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს, ბილ ბელიჩიკსა და „პეთრიოთსის“ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

ბრეიდი თავისუფალი აგენტი გახლავთ და Yahoo Sports-ის მიხედვით, მისი საკუთარ რიგებში ხილვით „ტამპა ბეი“ და „ლოს ანჯელეს ჩარჯერსი“ ინტერესდებიან.

NFL-ის გულშემატკივრები ყოველთვის იკამათებენ იმაზე, თუ ვინაა ყველა დროის საუკეთესო ქორთერბექი, მაგრამ ფაქტია, რომ ბრეიდის რეზუმე ისტორიული მიღწევებითაა სავსე.

„ნიუ ინგლენდმა“ ტომი მეექვსე რაუნდში აირჩია. ბრეიდიმ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი 2001 წელს, დრიუ ბლედსოუს ტრავმის შემდეგ, დაიკავა და NFL-ის ქომაგთა გაოცება დაიწყო.

TB12 „სუპერ ბოულის“ ექვსგზის გამარჯვებულია. იგი სეზონის MVP 3-ჯერ, ხოლო „სუპერ ბოულის“ MVP 4-ჯერ გახდა. ბრეიდიმ „პრო ბოულის“ მატჩში (იგივე ოლ-სტარი) 14-ჯერ მიიღო მონაწილეობა. ტომი პასებით მოპოვებული იარდებისა და პასებით დადებული თაჩდაუნების რაოდენობით, NFL-ის ისტორიაში მხოლოდ დრიუ ბრიზს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები