Aa Aa
17 მარტი 2020  |  11:38

ქართველთა აღიარება ყაზახეთში: ლობჯანიძე და კვეკვესკირი სიმბოლურ გუნდში

Sports.kz-ის ვერსიით ყაზახეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში ქართველი ფეხბურთელები ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჯანიძე მოხვდნენ. 

პირველ ტურში ''კაისარმა'' ლობჯანიძის გოლით საკუთარ კედლებში პავლოდარის ''ირტიში'' დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში გასვლით მატჩში 27 წლის ცენტრფორვარდმა ''ოკჟეტპესის'' შეუგდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა და ახალ გუნდს ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოაგებინა. აღნიშნული გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი ''კაისარისთვის'' პროდუქტიული და აქტიური იყო.

27 წლის ლობჯანიძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან 2019 წლის სეზონი ''თარაზში''' გაატარა და ჩემპიონატის 24 მატჩში 8 გოლი შეაგდო, მიმდინარე სეზონის სტარტიდან გამომდინარე კი ბომბარდირობისთვის ბრძოლის რეალური შანსი აქვს.

რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირის, ''ტობოლის'' ქართველმა ნახევარმცველმა ''ჟეტისუს'' წინააღმდეგ ჯაბა კანკავასთან ერთად 90 წუთი ითამაშა. ყაზახური გამოცემა აღნიშნავს, რომ კვეკვესკირი მონაწილეობდა როგორც გუნდის შეტევების განხორციელებაში, ასევე აქტიური იყო მეტოქის შეტევების ჩაშლისას. 27 წლის ნახევარმცველს ერთ ეპიზოდში გოლის გატანის შანსიც ჰქონდა.

პირველ ტურში ზარანდიას, კვეკვესკირისა და კანკავას გუნდმა საკუთარ კედლებში ყარაგანდის ''შახტიორი'' დაამარცხა, მეორე ტურში კი ''ჟეტისუსთან'' გასვლით შეხვედრაში ფრედ 0:0 ითამაშა.

ასევე საინტერესოა, რომ ყაზახეთის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში ვიაჩესლავ გროზნი მოხვდა, რომელიც ამჟამად ყარაგანდის ''შახტიორს'' წვრთნის, წარსულში კი მცირე ხნით თბილისის ''დინამოში'' იმუშავა. მეორე ტურში გროზნის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ''ქაირათი'' დაამარცხა.

კორონავირუსის გამო არაერთი ჩემპიონატის მსგავსად ყაზახეთის პრემიერ ლიგაც გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JETX მარათონი