Aa Aa
17 მარტი 2020  |  10:31

"ბედნიერი დასასრულისკენ მივდივართ" - კუტრონეს აგენტი ოპტიმისტურადაა

პატრიკ კუტრონე სერია A-ს ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობის შესახებ აგენტმა, ჯოვანი ბრანჩინიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 22 წლის შემტევი თავს კარგად გრძნობს.

„პატრიკი სახლში იმყოფება და სიმშვიდეს ინარჩუნებს. უახლოეს დღეებსაც იქ გაატარებს, რაც ვირუსთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. მადლობა ღმერთს, რომ ის და მისი მეგობარი გოგონა გაცილებით უკეთესად არიან.

მართალია, ისინი ცუდად არც ყოფილან, მაგრამ ჰქონდათ სიცხე, ახლა კი მათი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ჩვენ ბედნიერი დასასრულისკენ ერთად მივდივართ.“

პატრიკ კუტრონეს კორონავისურით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია 14 მარტს გავრცელდა. მის გარდა ეს ვირუსი „ფიორენტინას“ კიდევ ორ მოთამაშეს, ხერმან პეცელასა და დუშან ვლაჰოვიჩს, დაუდასტურდა. საერთო ჯამში, იტალიის სერია A-ს 10-ზე მეტი ფეხბურთელი დაინფიცირებული, მათ შორისაა „იუვენტუსის“ მცველი - დანიელე რუგანი.

დღევანდელი დილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 27980 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2158-მდე გაიზარდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები