მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "არგენტინის ნაკრებს უფასოდ გავწვრთნი"

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, ჟურნალისტებთან საინტერესო განცხადება გააკეთა.

"როგორც ვიცი, დიეგო სიმეონე ნაკრების გაწვრთნით, ფინანსური მიზეზების გამო არ ინტერესდება. მე კი არაერთხელ მითქვამს, რომ ფული არაფერია და მზად ვარ ეროვნულ გუნდს უფასოდ ვუხელმძღვანელო". 

"ისე ჩანს, რომ ბევრს გონია, მე ძვირადღირებული მწვრთნელი ვარ, მაგრამ გადახედეთ, მოურინიოს, ანჩელოტის, იგივე სიმეონესა და სხვა დიდი მწვრთნელების ხელფასებს და აღმოაჩენთ, რომ ასე სულაც არაა". - განაცხადა მარადონამ. 

დიეგო, არგენტინის ნაკრებს სათავეში 2008-2010 წლებში ედგა და თანამდებობა მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან 0:4-ზე განადგურების შემდეგ დატოვა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამჟამად "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას, ხულიო ოლარტიკოეჩეა ასრულებს. ის ამ თანამდებობაზე ოლიმპიადის დასრულებამდე დარჩება. 

 

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები