პოგბამ დაბადების დღეზე პანდემიის წინააღმდეგ ფონდი შექმნა
''მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველმა პოლ პოგბამ 27-ე დაბადების დღეზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფონდი შექმნა. ამის თაობაზე ფრანგმა სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ფეხბურთელის თქმით თუ ფონდში ერთ დღეში 27 000 ფუნტი სტერლინგი ჩაირიცხება, ის ამდენივე თანხას ჩარიცხავს ფონდში.
პოგბა: ''დღეს ჩემი დაბადების დღეა, ყოველთვის მადლიერი ვარ, რომ მე, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ჯანმრთელები ვართ. მიუხედავად ამისა ახლა თავს კარგად არავინ გრძნობს.
კორონავირუსის პანდემია გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, უამრავ ადამიანზე და მათ შორის ბავშვებზე. იმედი მაქვს დავეხმარებით იმ ბავშვებს, რომელთა ოჯახებს საჭირო ფინანსური შესაძლებლობები არ აქვთ. ახლა ერთად დგომის დროა.''
ბრიტანული მედიის ცნობით აღნიშნული თანხა მთლიანად ინფიცირებულთა მკურნალობას მოხმარდება.