საფრანგეთში ყველა საფეხბურთო მატჩი გადაიდო
Aa
Aa

საფრანგეთში ყველა საფეხბურთო მატჩი გადაიდო

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაემ ყველა საფეხბურთო მატჩის გადადება გადაწყვიტა. ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით გადაიდება როგორც ლიგა 1-ის, ასევე ქვედა ლიგებისა და ქალთა საფეხბურთო მატჩები.

ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება გადადებული მატჩები.

გადაწყვეტილება ასევე გულისხმობს სამოყვარულო ტურნირების გადადებას როგორც ქალ, ასევე ვაჟ ფეხბუთელთა შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო მიიღეს.

საფრანგეთში 2 876 პირი დაინფიცირდა, მათგან 61 პირი გარდაიცვალა, მხოლოდ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 129 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შეგახსენებთ, იტალიის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატის შეხვედრები გადაიდო.ასევე, განიხილება ინგლისის ჩემპიონატის მატჩების გადადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები