სერია A-ს ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

სერია A-ს ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„სამპდორიას" შემტევს, მანოლო გაბიადინის კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „სამპამ" გაასაჯაროვა და რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

„სამპდორია გაუწყებთ, რომ მანოლო გაბიადინის კორონავირუსი აღმოაჩნდა. გაბიადინის მხოლოდ მსუბუქი ტემპერატურა აქვს და სხვა მხრივ არაფერი აწუხებს. კლუბი მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს მიჰყვება და ფეხბურთელი იზოლაციაში იმყოფება".

ამ თემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი თავად გაბიადინიმაც გამოაქვეყნა და განაცხადა: „კორონავირუსი აღმომაჩნდა. მინდა უამრავი წერილისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე, მადლობა გადაგიხადოთ. ასევე მსურს გაცნობოთ, რომ თავს კარგად ვგრძნობ და არ ინერვიულოთ. წესები დაიცავით, სახლში დარჩით და ყველაფერი კარგად იქნება".

გაბიადინიმ „ვერონასთან" შეხვედრაში 61 წუთი ითამაშა, რის გამოც „ვერონამ" საჭირო ზომების მიღება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ გაბიადინი რუგანის შემდეგ, სერია A-ს გუნდებში მოასპარეზე მეორე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები