ნატალია ოთხმეზური -
Aa
Aa

ნატალია ოთხმეზური - "ჩემი მიზანია WNBA-ში მოვხვდე"

ქართველი კალათბურთელი ნატალია ოთხმეზური ამერიკის კოლეჯთა ლიგის Region IX კონფერენციის ჩემპიონი გახდა.

კასპერის კოლეჯის გუნდმა „თანდერბერდსმა“ 19 წლის ქართველი ლეგიონერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით უდიდეს წარმატებას მიაღწია.

ნატალიამ ჯამში 31 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი ასეთი იყო - 14 ქულა, 9 მოხსნა და 2 გადაცემა შეასრულა.

აღსანინავია, რომ მატჩის მსვლელობისას, ანუ 7 მარტს ნატალიას დაბადების დღე იყო. როგორც ხედავთ, მან საკუთარ თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა.

Crystalsport.ge-ის გუნდი დავუკავშირდით ნატალიას აშშ-ში და ახალგაზრდა კალათბურთელს გავესაუბრეთ.

„ ფინალში საკმაოდ დაძაბულები ვიყავით ყველა მაგრამ გუნდურობამ და ჭვიანურმა გადაწყვეტილებებმა წარმატება მოგვიტანა.

ძალიან გამიხარდა დაბადების დღის ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე.

ძალიან რთულია თამაშის ბედი საკუთარ თავზე აიღო მაგრამ ღმერთის იმედით და საკუთარი თავის რწმენით მოვახერხე და გუნდს ქულები მოვუტანე.

ამერიკაში კონკურენცია საკმაოდ დიდია ამიტომ ასპარეზობა ტურნირზე ნამდვილად არ არის ადვილი მაგრამ თუ მოინდომებ არაფერი არ არის შეუძლებელი.

ჩემი მიზანია  კალათბურთი პროფესიონალურ დონეზე ვითამაშო და  WNBA-ში მოვხვდე .“

„თანდერბერდსმა” როგორც კონფერენციის ჩემპიონმა ამერიკის კოლეჯთა ლიგის I დივიზიონის ნაციონალური ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 16-21 მარტს ტეხასის შტატის ქალაქ ლუბოკში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები