Aa
Aa

პსჟ VS დორტმუნდი - მატჩის შემდეგ

პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ პსჟ-სა და „დორტმუნდის“ განმეორებითი მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ფრანგულმა გრანდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, 2-0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

ტომას ტუხელი: „მატჩის დაწყებამდე სტადიონთან გულშემატკივრების დანახვამ ძალები შეგვმატა და ავტობუსში მათთან ერთად ვმღეროდით. დღეს კარგად ვითამაშეთ და სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ასეთ გუნდს წვრთნი. პსჟ-მ ბოლო 28 მატჩი მოიგო და მხოლოდ დორტმუნდთან დამარცხდა. ისიც ერთი ბურთით. ხალხი კი ისეთ კომენტარებს აკეთებს, თითქოს ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზე ვიყოთ და ევროტურნირების მიღმა დავრჩენილიყავით.

პარი სენ-ჟერმენი ყოველთვის მატჩის მიმდინარეობის კონტროლზეა ორიენტირებული და პირველ ტაიმში ეს იდეალურად გამოგვივიდა. ჩვენ მეტოქეს თავისუფალი ზონები არ დავუტოვეთ და თითოეული ფეხბურთელი თანაგუნდელისთვის მაქსიმუმს აკეთებდა“.

ლუსიენ ფავრი: „მატჩის სტარტზე ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ისინი მაღალ პრესინგს თამაშობდნენ, თუმცა შემდეგ მოვუმატეთ და ინიციატივა ხელთ ვიგდეთ. მეორე ტაიმიც კარგად ჩავატარეთ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდად გამოვიყურებოდით. მეტოქის ნახევარზე გადასვლა არ გვიჭირდა, მაგრამ შეტევის განვითარებისთვის საჭირო გზებს ვერ ვპოულობდით. დაცვაში ცუდად ვიასპარეზეთ და ორივე გოლი ჩვენივე შეცდომების შედეგად გავიდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები