არის პირველი გამარჯვება! - ტოჩინოშინმა კირიბაიამა დაამარცხა
Aa
Aa

არის პირველი გამარჯვება! - ტოჩინოშინმა კირიბაიამა დაამარცხა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში წლის რიგით მეორე სუპერტურნირი მიმდინარეობს. „ჰარუ ბაშოს“ მესამე დღეს ლევან გორგაძე მერვე მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდა.

ქართველმა რიკიშიმ საწყისი ორი შერკინება წააგო, მის მეტოქეს კი ბალანსი 1-1-ზე ჰქონდა.

დღევანდელი ბრძოლა ტოჩინოშინის კარნახით დაიწყო. პირველივე მიძალების შემდეგ, ლევანმა უპირატესობა მოიპოვა, ორივე ხელით მავაში აიღო და მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია.

ხვალ ტოჩინოშინი მეცხრე მაეგაშირას წოდების მქონე ტაკანოშოს შეხვდება. ამ უკანასკნელს ლევანი ერთადერთხელ, „ჰაცუ ბაშოზე“ დაუპირისპირდა და მასთან ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები